ტრაგედია ბრაზილიაში - გარდაცვლილია 10 ადამიანი
ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში ტრაგედია დატრიალდა. გავრცელებული ინფორმაციით საფეხბურთო კლუბ „ფლამენგოს“ სავარჯიშო ბაზაზე გაჩენილმა ხანძარმა 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაზიანება კი მინიმუმ სამმა მიიღო.
ტრაგედია Ninho do Urubu-ში დატრიალდა, რომელიც სულ რაღაც ორი თვის წინ გაიხსნა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორის ფეხბურთელები არიან თუ არა, თუმცა გაირკვა, რომ „ფლამენგოს“ ახალგაზრდული გუნდების მოთამაშეები იმ დროს იქ იმყოფებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით ხანძარი დილის 5 საათსა და 10 წუთზე გაჩნდა. მისი განეიტრალება კი 07:30-ზე მოხერხდა.
ადგილობრივ გამოცემა Globo-სთან საუბრისას ერთ-ერთმა მეხანძრემ განაცხადა: "ფლამენგოს" ახალგაზრდული გუნდის წევრ ბავშვებს იმ დროს სწორედ იქ ეძინათ, სადაც ხანძარი გაჩნდა".
ბრაზილიური ტელეარხი იუწყება, რომ გარდაცვლილები სწორედ ბავშვები არიან...
