სხირტლაძე ლატვიის ჩემპიონში
დანიური ''სილკებორგისა'' და სლოვაკური ტრნავის ''სპარტაკის'' ყოფილი ფეხბურთელი დავით სხირტლაძე კარიერას ლატვიის ჩემპიონ ''რიგაში'' გააგრძელებს. ინფორმაცია ლატვიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
მიმდინარე სეზონი სხირტლაძემ დანიურ ''სილკებორგში'' დაიწყო, შემდეგ კი სლოვაკურ გუნდში გადავიდა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. გამომდინარე იქიდან, რომ მან მიმდინარე სეზონში 2 კლუბის ფორმა უკვე მოირგო, მხოლოდ იმ ქვეყნის ჩემპიონატში შეეძლო გადასვლა, სადაც ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემით იმართება. ერთ სეზონში ფეხბურთელს 3 კლუბში თამაშის უფლება არ აქვს.

ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობისას სხირტლაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი ჩაატარა. მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.
ფოტო: rigafc.lv