მბაპე:
Aa
Aa

მბაპე: "თუ ჩვენ ნეიმარის გარეშე მატჩებს ვერ მოვიგებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ შეცდომებზე ვერაფერს ვსწავლობთ“

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში „პსჟ“-მ პირველად წააგო. ტომაშ ტუხელის გუნდი სტუმრად „ლიონთან“ 1:2 დამარცხდა.

პარიზულ კლუბს ტრავმების მხრივ დიდი პრობლემები აქვს და ეს მათი თამაშის ხარისხზეც აისახება.

შეხვედრის შემდეგ კილიან მბაპემ გუნდში არსებულ პრობლემებზე, ნეიმარზე და „მანჩესტერთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„არ ვიცი იყო თუ არა ეს მარცხი დამსახურებული. პირველ ნახევარში ნამდვილად ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა შესვენების შემდეგ თამაში გავაუმჯობესეთ.

ჩვენი მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მატჩზე არ ვნერვიულობ. თამაშიდან თამაშამდე უნდა მოვემზადოთ და „მანჩესტერთან“ დაპირისპირებას დაველოდოთ.

დიახ, ნეიმარის გარეშე თამაში რთულია, თუმცა ასეთი რამ გასულ სეზონშიც მოხდა და თუ ჩვენ ბრაზილიელის გარეშე მატჩებს ვერ მოვიგებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ შეცდომებზე ვერაფერს ვსწავლობთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები