გაუჩინარებულ თვითმფრინავში ადამიანის სხეული აღმოაჩინეს
რამდენიმე წუთის წინ ბრიტანულ პრესაში გაუჩინარებულ თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელზეც ემილიანო სალა იმყოფებოდა, ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ სამძებრო ოპერაციების შედეგად მაშველებმა თვითმფრინავი აღმოაჩინეს. მისი ნაწილების პოვნა ლა მანშის სრუტის ფსკერზე მოხერხდა. ბრიტანეთის საჰაერო ინციდენტების საგამომძიებლო დეპარტამენტის განცხადება სწორედ ამ საკითხს ეხებოდა.
მათი თქმით ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ცხედარის იდენტიფიცირება მოხდა: "სამწუხაროდ ვიდეოჩანაწერში, რომელიც დისტანციურად მართვადი ხელსაწყოსგან მივიღეთ, ცხედარი დავაფიქსირეთ. ახლა პოლიციასთან და მგზავრისა და პილოტის ოჯახებთან კონსულტაციას გავივლით და მომდევნო ნაბიჯებს ამის შემდეგ გადავდგამთ".
არგენტინაში დაბადებული 28 წლის ფეხბურთელი გასულ თვეში ''ნანტიდან'' "კარდიფში" გადავიდა. უელსურმა კლუბმა თავდამსხმელის სანაცვლოდ 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა
მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში საფრანგეთის ლიგა 1-ის ბომბარდირთა სიაში სალა 12 გოლით მესამე ადგილს იკავებდა.