ბურჯანაძის 12 ქულა ბურგოსში
ბექა ბურჯანაძის “დელტიკო” “ბურგოსს” ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 საფეხურზე გახლდათ, მაინც დამარცხდა.
ბოლო ადგილზე მყოფმა სანსებასტიანელებმა “ბურგოსთან” 23 ქულით ანგარიშით 73:96 წააგეს.
ბექა ბურჯანაძემ პარკეტეზე 20 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 12 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.
ქართველმა ფორვარდმა 4 ორქულიანი, 5 სამიანი და 3 საჯარიმო სტყორცნა, საიდანაც 2-2 ჩააგდო.
შემდეგ ტური 10 თებერვლს გაიმართება და ბურჯანაძეს “დელტეკო” სტუმრად “გრან კანარიას” შეხვდება.