ზიდანი: "რონალდუ საუკეთესოა, მესი კი მას კონკურენციას უწევს"
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ხოლო მისი ლიონელ მესისთან დაპირისპირება სპორტის ამ სახეობას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
"საუკეთსოა თუ არა მესი? მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთლი კრიშტიანუ რონალდუა და მიუხედავად იმისა, რომ მასზე ბევრი არასასიამოვნო ჭორი ვრცელდება, ის პიროვნულადაც ძალიან კარგი ადამიანია. რაც შეეხება არგენტინელს, მასთან დაპირისპირება რონალდუს უფლებას არ აძლევს რომ თამაშს მოუკლოს. ამ 2 ფეხბურთელის დუელი, ფეხბურთს კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს. რონალდუ ნამდვილი მონსტრია და იმედი მაქვს, რომ ის ჩვენთან კიდევ დიდი ხნის მანძილზე დარჩება" - განაცხადა ზინედინ ზიდანმა.
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ თავად პორტუგალიელმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ იგი კონკტრაქტის ვადის ამოწურვამდე(2018) "რეალში" დარჩენას აპირებს.