"ბოკა" და ლეგენდარული "ბომბონერა"
ბუენოს აირესის ყველაზე კოლორიტული უბანი ლა-ბოკაა.
ყველაზე ტურისტული ადგილი მთელ არგენტინაში.
ბოკას ქუჩებში შეხვდებით ბევრ ღია კაფეს სადაც ტანგოს ხილვა შეგეძლებათ.
ასევე დადის ძალიან ბევრი მარადონას ორეული , რომლებთანაც ტურისტები სურათებს იღებენ.
მთელ უბანში ლურჯი და ყვითელი ფერი ჭარბობს.
წელს არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
ქალაქ ბუენოს აირესის ერთ ერთ კედელზე კი ამომრჩეველმა თავის კანდიდატი ხუან რომან რიკელმე დაასახელა.
„ბოკა ხუნიორსის“ სტადიონი „ლა ბომბონერა“ საცხოვრებელი კორპუსების გარემოცვაში მდებარეობს.
მიმდებარე ტერიტორიაზე სუვენირების და სპორტული მაღაზიებია , რომლებიც გრაფიტებითაა მოხატული.
სტადიონის მიმდინარე ტერიტორიაზე „ბოკას“ ლეგენდების ნაფეხურებით არის მორთული.
სტადიომზე შესვლის შემდეგ პირველ რიგში უნდა დაათვალიეროთ მისი მუზეუმი.
მუზეუმის შემდეგ თქვენ მოხვდებით დიდების დარბაზში , სადაც შეხვდებით ქანდაკებებს.
დიეგო მარადონა
ხუან რომან რიკელმე
კარლოს ბიანკი
ლეგენდარული სტადიონი რომელიც 49 000 მაყურებელს იტევს, 1940 წლის 25 მაისს გაიხსნა .
მაყურებლის რეკორდული მაჩვენებელი კი „სან ლორენცოსთან“ შეხვედრაში დაფიქსირდა, სადაც მატჩს 57.395 დაესწრო.
სტადიონზე ასევე გამოირჩევა ულტრასების ტრიბუნა , რომელშიც დასაჯდომი ადგილები არ არის.
მეტოქე გუნდის გასახდელთან კი პელეს სიტყვებს შეხვდებით : "არასდროს არ მიგვრძნია ისეთი მიწისვძრა, როგორც აქ"