ოფიციალურად: ნეიმარი
Aa
Aa

ოფიციალურად: ნეიმარი "მანჩესტერთან" გასამართ ორივე შეხვედრას გამოტოვებს

Sky Sports-ის ინფორმაციით, „პსჟ“-ს ბრაზილიელი ათიანი ნეიმარი მარჯვენა ფეხში მეხუთე მეტატარსალის დაზიანების გამო „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართ ორივე მერვედფინალურ შეხვედრას გამოტოვებს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ტრავმის სრულად მოშუშებას დათანხმდა. არც ის და არც კლუბი არ გარისკავენ და დადგენილი მაქსიმალური ვადის გამოყენებას გეგმავენ.

ამრიგად, ნეიმარი მოედანს 10 კვირის შემდეგ დაუბრუნდება.

„ნეიმარმა გადაწყვეტილება მიიღო და მკურნალობის პროცესს სწორედ ასე გაივლის. ის მოედანს 10 კვირის შემდეგ დაუბრუნდება“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

მეორეს მხრივ აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს ოპერაციის გაკეთება არ მოუწევს.

ტომაშ ტუხელს ლიდერის შეცვლა მოუწევს, რაც საუკეთესო ფორმაში მყოფი „მანჩესტერის“ წინააღმდეგ ურთულესი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა დაზიანება 23 იანვარს სათასო შეხვედრაში „სტრასბურის“ წინააღმდეგ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები