შაკი კიდევ ერთხელ დააფასეს
"მაიამი ჰიტმა" გადაწყვიტა ხმარებიდან ამოიღოს კლუბის ყოფილი ცენტრის შაკილ ო'ნილის სათამაშო ნომერი.
ფლორიდული კლუბის საშინაო სტადიონის - "ამერიკან-ეირლაინს-არენას" ჭერზე შაკის 32-ნომრიან მაისურას 2016-17 წლების სეზონის სტარტზე საზეიმოდ ჩამოკიდებენ.
ო'ნილმა "მაიამის" რიგებში სამნახევარი წელი ითამაშა და ეს გუნდი 2005-06 წლების სეზონში ჩემპიონობამდე მიიყვანა.
შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინათ, "ლეიკერსის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შაკის ქანდაკება დადგას "სტეიპლ ცენტრის" წინ.