ლორიას გერმანული დებიუტის მოლოდინში
Aa
Aa

ლორიას გერმანული დებიუტის მოლოდინში

საქართველოს ეროვნული ნაკრების 33 წლის მეკარე გიორგი ლორია გერმანულ ''მაგდებურგში'' სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს. მეორე ბუნდესლიგის მე-19 ტურში ''მაგდებურგი'' საკუთარ მოედანზე ''აუეს'' უმასპინძლებს.

ქართველი მეკარე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაშია. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მატჩი ''მაგდებურგის'' სტადიონზე, MDCC არენაზე გაიმართება.

33 წლის ფეხბურთელის ახალი კლუბი მეორე ბუნდესლიგაში გასულ სეზონში აღზევდა, მიმდინარე სეზონში კი აუტსაიდერია, გერმანიის რანგით მეორე ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ცხრილში არსებული სიმჭიდროვიდან გამომდინარე ლორიას გუნდს ლიგაში ადგილის შენარჩუნების რეალური შანსი აქვს.

გერმანული კლუბის გარდა ლორია თბილისის ''დინამოში,'' ბერძნულ ოფი-ში, ''კრილია სოვეტოვსა'' და ''ანჟიში'' გამოდიოდა.

ფოტო: 1.fc-magdeburg.de

მსგავსი სიახლეები