Aa
Aa

ბითაძის 10 ქულა და "ბუდუჩნოსტის" მორიგი გამარჯვება

გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" ადრიატიკის ლიგაზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს. მე-17 ტურში მონტენეგრული გუნდი გათამაშების ერთ-ერთ აუთსაიდერს, "პეტროლ ოლიმპიას" დაუპირისპირდა და მორიგი გამარჯვება იზეიმა.

ყველასთვის მოულოდნელად შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. "ბუდუჩნოსტმა" პირველი ნახევარი 15 ქულიანი სხვაობით მოიგო, თუმცა მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს. მათ მეოთხე მეოთხედში სხვაობა 4 ქულამდეც შეამცირეს, მაგრამ სათამაშო კლასმა მაინც თავისი გაიტანა.

საბოლოოდ მონტენეგრულმა გუნდმა მეტოქეს 77-72 სძლია, მეთორმეტე მოგება მიითვალა და სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ევროპული გამოცემების ცნობით "პეტროლ ოლიმპიასა" და "ბუდუჩნოსტის" მატჩს NBA-ის 10 სკაუტი დაესწრო. ისინი ლუკა სამანიჩის და გოგა ბითაძის თამაშს აკვირდებოდნენ.

ქართველ ცენტრს ურიგოდ ნამდვილად არ უასპარეზია. გოგამ პარკეტზე 22 წამი და 31 წუთი გაატარა. ამ დროში მან გუნდს 10 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა. ბითაძემ 7-დან 4 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

"ბუდუჩნოსტის" ანგარიშზე 12 მოგება და 5 მარცხია. მონტენეგროელები შემდეგ შეხვედრას საკუთარ კედლებში, "მორნარ ბარის" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები