გუარდიოლამ ბოლო 10 წლის საუკეთესო 3 გუნდი დაასახელა, რასაც დავა მოჰყვა
„მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელმა პეპ გუარდიოლამ პრესასთან საუბრისას ბოლო 10 სეზონის განმავლობაში დომინანტ გუნდებზე ისაუბრა.
ესპანელმა სპეციალისტმა სამი გუნდი დაასახელა, რომელთაც ყველამ უნდა მიბაძოს.
“რომელი გუნდები არიან ბოლო 10 წლის საუკეთესონი? „იუვენტუსი“, „ბაიერნი“ და „ბარსელონა“. ეს სამი გუნდი საუკეთესოა, რადგან ისინი ყოველწლიურად იგებენ თავიანთ ჩემპიონატებსა და თასებს. ისინი ყოველ წელს ამ დონეზე არიან.
ეს 3 საუკეთესო გუნდია და ჩვენ ყველამ მათ უნდა მივბაძოთ. რაც არ უნდა მოხდეს, ისინი ყოველთვის ბრუნდებიან და ერთ ან ორ ტიტულს მაინც იგებენ.
ყოველ შეხვედრაში, ყოველ ტურნირზე მე და ჩემი გუნდი სწორედ ამას ვცდილობთ, სწორედ ამისკენ ვილტვით“.

ესპანურმა პრესამ გუარდიოლას კომენტარი აიტაცა და აქცენტი მადრიდის „რეალზე“ გააკეთა, რომელმაც სამეფო კლუბი რატომღაც დააიგნორა.
თუმცა უნდა აღვნიშნოთ ერთი ფაქტი - გუარდიოლას არ უხსენებია ჩემპიონთა ლიგის სისტემატურად მოგება და თუ ავიღებთ თასსა და ჩემპიონატს ვნახავთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში „რეალმა“ ლა ლიგა მხოლოდ 2-ჯერ მოიგო, ხოლო სამეფო თასი ერთხელ.
ასე, რომ პეპის სიტყვებში ლოგიკა ნამდვილად მოიძებნება, თუმცა „რეალის“ დაიგნორება ალბათ არ ღირდა...