''ლესტერის'' ღირსეული ჟესტი:''მელიები'' ფორვარდს უელსურ კლუბს უთმობენ
Aa
Aa

''ლესტერის'' ღირსეული ჟესტი:''მელიები'' ფორვარდს უელსურ კლუბს უთმობენ

საფეხბურთო კლუბი ''ლესტერი'' მზადაა 30 წლის ალჟირელი ფორვარდი ისლამ სლიმანი იჯარის წესით ''კარდიფში'' გაუშვას. ამ გადაწყვეტილებით ''მელიები'' პატივისცემას გამოხატავენ უელსური კლუბის მიმართ, რომლის ფრანგი ახალწვეული ემილიანო სალა დაიკარგა. ''ლესტერი'' აფრიკელ ფორვარდს უელსურ კლუბს უფასოდ უთმობს.

სლიმანისთან დაკავშირებით ინფორმაციას leicestermercury ავრცელებს.

''კარდიფ სიტის'' ფეხბურთელი ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა. ბრიტანული მედიის ცნობით თვითმფრინავი, რომელშიც სალა იმყოფება, რადარიდან გაქრა. გერნსის პოლიციის მიერ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რამდენიმე დღე მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

სალა Piper PA-46 Malibu-ს ტიპის თვითმფრინავით გაემგზავრა. მოთამაშეს უელსში 21 იანვარს, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე ელოდნენ.

არგენტინაში დაბადებული 28 წლის ფეხბურთელი მიმდინარე თვეში ''ნანტიდან'' პრემიერლიგის კლუბში გადავიდა. მას ასევე უთამაშია ''ბორდოში,'' ''ნიორსა'' და ''კაენში.''

ფეხბურთელის სანაცვლოდ უელსურმა კლუბმა 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, რაც ''კარდიფის'' ისტორიაში სარეკორდოა. 

მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში საფრანგეთის ლიგა 1-ის ბომბარდირთა შორის სალა 12 გოლით მესამე ადგილზე გავიდა. ის მხოლოდ მბაპესა და ნიკოლას პეპეს ჩამორჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები