შერგელაშვილის წარმატებული დებიუტი
ბერძნულ კლუბ ''იანინაში'' 27 წლის მცველმა ლაშა შერგელაშვილმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა. საბერძნეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ''იანინამ'' შინ ''სმირნისი'' 1:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და შეუცვლელად ითამაშა.
1-0 με goal του Μάνου κέρδισε η ομάδα μας τον Απόλλων Σμύρνης για την 18η αγωνιστική του Πρωταθλήματος. #pas #pasgiannina #pasgianninafc #matchday18 #slgr #pasapo pic.twitter.com/YAIWlC2X8e
— PAS Giannina FC (@PASGianninaFC) January 26, 2019
16-გუნდიან საფეხბურთო ჩემპიონატში ''იანინა'' 17 ქულით მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 2 ქულით უსწრებს.

შერგელაშვილი, რომელმაც 2017-18 წლები ლატვიურ ''რიგასში'' გაატარა, ბერძნულ კლუბს მიმდინარე თვეში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ფეხბურთელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 7 მატჩი ჩაატარა.
