ყველაფერი დასრულდა?! „ამ ეტაპზე მათი ცოცხლად პოვნა თითქმის შეუძლებელია“
Aa
Aa

ყველაფერი დასრულდა?! „ამ ეტაპზე მათი ცოცხლად პოვნა თითქმის შეუძლებელია“

გერნსის პოლიციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გაუჩინარებული თვითმფრინავის ძებნა „აქტიურად“ აღარ მიმდინარეობს.

კაპიტანი დევიდ ბარკერი: „თვითმფრინავის, პილოტის და მგზავრის ვერანაირ კვალს ვერ მივაგენით. მიღებული ინფორმაციის გაანალიზების და თვითმფრინავის ბორტზე არსებული აღჭურვილობებიდან გამომდინარე ურთულესი გადაწყვეტილება მივიღეთ და სამძებრო ოპერაციები შევწყვიტეთ“.

„ამ ეტაპზე მათი ცოცხლად პოვნა თითქმის შეუძლებელია“.

გავრცელებული ინფორმაციით მაშველებმა ჯამში 1700 კვადრატული მილის ფართობის ტერიტორია გამოიკვლიეს და გაუჩინარებული თვითმფრინავის კვალს ვერსად მიაგნეს.

ერთ-ერთმა პილოტმა, რომელიც სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობას იღებდა, განაცხადა: „ტერიტორია მაქსიმალურად კარგად გამოვიკვლიეთ და სამწუხაროდ ამ ეტაპზე მათი ცოცხლად პოვნის შანსი არ არსებობს“.

შეგახსენებთ, რომ „კარდიფის“ ახალწვეული უელსში მიეგმზავრებოდა, როცა თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. სამძებრო ოპერაციები რამდენიმე დღის მანძილზე გაგრძელდა. 22 იანვარს მაშველებმა წყალში მოტივტივე საგნებს მიაკვლიეს, თუმცა ყველაფერი ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდა და მათ თვითმფრინავთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ.

ასევე იხილეთ - გემი-მოჩვენება - "მფრინავი ჰოლანდიელები" და "არამფრინავი ჰოლანდიელი"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები