საქართველოს 17 წლამდე ნაკრების გამარჯვება ლამაზი გოლებით
საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ''განვითარების თასის'' ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მოლდოვა 2:0 დაამარცხა. ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: ხარატიშვილი, ლატარია, კოკაია, ხვადაგიანი, ტალახაძე, ოსიყმაშვილი, მორჩილაძე, აზაროვი, აბუაშვილი, გაგნიძე, ზურაბიანი.
გოლები ნიკა კოკაიასა და თორნიკე მორჩილაძის ანგარიშზეა. ორივე გოლი ლამაზი გამოვიდა, კოკაიამ შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა.
ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა მეორე გოლი ლამაზი კომბინაციის შემდეგ გაიტანა. ამპლუით ფორვარდმა თორნიკე მორჩილაძემ მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ისლანდია 3:0 დაამარცხა, შემდეგ კი ისრაელთან შეხვედრაში 2 უპასუხო გოლი გაუშვა. ხიზანიშვილის გუნდმა 6 ქულა მოაგროვა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.