ლინეკერმა რონალდუ გააკრიტიკა
Aa
Aa

ლინეკერმა რონალდუ გააკრიტიკა

გარი ლინეკერმა კრიშტიანუ რონალდუ თავისი ტვიტის გამო გააკრიტიკა და ამის მიზეზად დაკარგული ფეხბურთელი ემილიანო სალა დაასახელა.

„კარდიფის“ ფეხბურთელის ემილიანო სალას ისტორიის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება.

უელსურმა კლუბმა 28 წლის ფეხბურთელი 15 მილიონ ფუნტად რამდენიმე დღის წინ „ნანტიდან“ შეიძინა. ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ სალა საფრანგეთში მეგობრებსა და კოლეგებს გამოემშვიდობა და თვითმფრინავით კარდიფს მიაშურა. სავარაუდოდ მისთვის ეს მგზავრობა საბედისწერო აღმოჩნდა…

ორშაბათს, დილის 5 საათსა და 23 წუთზე თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა... სამაშველო-სამძებრო ოპერაციები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით იმედისმომცემი ინფორმაცია არ ვრცელდება.

კრიშტიანუ რონალდუ, მადრიდის სასამართლოს წინაშე წარსდგა. პორტუგალიელ სუპერვარსკლავს ესპანელი პროკურორები გადასახადების დამალვას ედავებოდნენ.

33 წლის შემტევმა დანაშაული აღიარა და 18.8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

სასამართლოს შემდეგ პორტუგალიელი ფეხბურთელი პირადი თვითმფრინავით უკან ტურინში დაბრუნდა და ამის შესახებ ქომაგებს საკუთარი ტვიტერის გვერდიდან ამცნო.

კრიშტიანუს ტვიტმა გულშემატკივრების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან პორტუგალიელმა ამჟამინდელი სიტუაცია არ შეაფასა და მისი ქმედება თანაგრძნობისგან ძალიან შორს იყო.

„დღევანდელი დღე ასეთი ტვიტისთვის შეუფერებელია. ნამდვილად არ არის“, - დაწერა ლინეკერმა.

დარწმუნებული ვარ, რომ რონალდუმ ეს გაუთვითცნობიერებლად გააკეთა და იმედი მაქვს, მას ვინმე ამ ყველაფერს აუხსნის“.

სამშაბათს საღამოს არგენტინულმა გამოცემამ, “OLE“-მ გაუჩინარებული ფეხბურთელის უკანასკნელი სიტყვები გაასაჯაროა, რომლებიც სალამ WhatsApp-ის ერთ-ერთ ჯგუფში, მეგობრებსა და თანაგუნდელებს გაუგზავნა...

„გამარჯობათ პატარა ძმებო, როგორ ხართ გიჟებო? ძალიან დაღლილი ვარ! ნანტში ვიყავი. ხან ის, ხან ეს... რაღაცებს ვაკეთებდი, რომლებსაც დასასრული არ უჩანდა“.

„ახლა თვითმფრინავში ვიმყოფები, რომელიც ალბათ მალე ნაწილებად დაიშლება... კარდიფში მივდივარ. ბიჭებო, ხვალ ვიწყებ და შუადღისას უკვე ახალ გუნდთან ერთად ვივარჯიშებ“.

მოგვიანებით სალამ ასეთი შეტყობინება გააგზავნა: „როგორ ხართ? ყველანი კარგად ხართ? საათ-ნახევარში თუ რაიმე სიახლე არ შეიტყვეთ, არ მგონია ჩემს მოსაძებნად ვინმეს გამოგზავნას აზრი ჰქონდეს... ძალიან მეშინია“.

გავრცელებული ინფორმაციით ემილიანომ ერთ-ერთ მეგობარს საკუთარი წუხილი გაუზიარა და მიწერა, რომ თვითმფრინავი უცნაურ ხმებს გამოსცემდა...

ასევე იხილეთ - გაუჩინარებული ფეხბურთელის უკანასკნელი სიტყვები...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები