როდის დატოვებს რონალდუ „რეალს“?
მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და დაასახელა თარიღი, თუ როდის დატოვებს ის „სამეფო კლუბს“.
"ესპანეთში უკვე იმდენი ხანი ვასპარეზობ, რამდენიც ინგლისში ვიყავი. „მანჩესტერ იუნაიტედში“ გატარებული 6 წელი უდიდესი გამოცდილებაა. ინგლისში განსაკუთრებული ატმოსფეროა, თუმცა ჩემთვის საუკეთესო ჩემპიონატი „ლა ლიგაა“. „რეალში“ კიდევ რამდენიმე წლის გატარება მსურს და აქ დარჩენას 2018 წლამდე ვაპირებ. ამ დროს კი კონტრაქტის ვადაც მეწურება და შემდეგ ყველაფერს სიტუაცია გვიჩვენებს“ - განაცხადა რონალდუმ.