არველაძის გოლი და ''ტიკი-ტაკა''
Aa
Aa

არველაძის გოლი და ''ტიკი-ტაკა''

თურქულ შეკრებაზე პოლონურმა საფეხბურთო კლუბმა ''კორონამ'' ამხანაგურ მატჩში რუმინული ''პოლიტექნიკა'' 3:0 დაამარცხა.

მეორე გოლი ''კორონას'' ქართველი ფორვარდის, ვატო არველაძის ანგარიშზეა, 20 წლის ფეხბურთელმა გოლი ძლიერი დარტყმით გაიტანა.

არველაძე სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა და მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. მან გოლი 54-ე წუთზე შეაგდო. 

''კორონამ'' მესამე გოლი ''ტიკი-ტაკას'' სტილში გაიტანა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ''კორონას'' ღირსებას გასული ზაფხულიდან იცავს. ვატო არველაძემ პოლონეთის ჩემპიონატის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ასევე 1 მატჩი პოლონეთის თასზე ჩაატარა და  პოლონური გუნდის მაისურით პენალტის ნიშნულიდან სადებიუტო გოლი გაიტანა.

ფოტო: korona-kielce.pl

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები