Aa
Aa

ზამთრის თასზე საქართველო მესამე ადგილზე გავიდა

თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასის ლეგენდების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ორივე მატჩი მოიგო და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

საქართველოს და ესპანეთის ნახევარფინალური მატჩი ფრედ 6:6 დასრულდა. შეხვედრა ესპანელებმა პენალტების სერიაში 5:4 მოიგეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. ესპანელმა მოთამაშეებმა ყველა პენალტი გოლად აქციეს, ქართველთაგან კი ზურაბ ხიზანიშვილს არ გაუმართლა, რომლის დარტყმა მეკარემ მოიგერია.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში თურქეთმა პენალტების სერიაში უკრაინა დაამარცხა. ფინალში თურქეთი ესპანეთს შეხვდება.

მესამეადგილისთვის შეხვედრაში საქართველო უკრაინას შეხვდა. გამარჯვებული ამჯერადაც პენალტების სერიით გაირკვა. რევაზ ძოძუაშვილისა და ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილმა გუნდმა 4:2 გაიმარჯვა.

 

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები