Aa
Aa

შერმადინის 13 ქულა, გამარჯვება და Copa del Rey-ის საგზური

ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში გიორგი შერმადინის უნიკახამ "ესტუდიანტესს" უმასპინძლა და 82:76 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ შერმადინმა შეხვედრა სათადარიგო სკამზე დაიწყო, ის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ქართველმა ცენტრმა 26:21 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 2 გადაცემა მიითვალა.

შერმადინის ეფექტური გადაცემა უყურადღებოდ არ დარჩენილა.

"უნიკახასთვის" ხსენებული გამარჯვება მე-11 გახლდათ. ჩემპიონატში შერმადინის გუნდი მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

ყველაზე მთავარი ამ გამარჯვებაში იყო ის, რომ "უნიკახამ" Copa del Rey-ზე თამაშის უფლება მოიპოვა.

შერმადინი და კომპანია მომდევნო შეხვედრას 16 იანვარს ევროთაზე "ლიმონჟის" წინააღმდეგ გამართავს. 20 იანვარს კი ჩემპიონატში "ობრადოიროს" ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები