ოფიციალურად! ტოდიბო
Aa
Aa

ოფიციალურად! ტოდიბო "ბარსელონას" ზაფხულში შეუერთდება

„კატალონიის ბარსელონამ“ „ტულუზას“ უკანახაზელ ჟან-კლერ ტოდიბოსთან, კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. „ბლაუგრანას“ ოფიციალური საიტის ინფორმაციით ფრანგი ცენტრალური მცველი კლუბს 2019 წლის ივლისში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ტოდიბოს საფეხბურთო კარიერა „ლილასში“ დაიწყო. 2016 წელს კი „ტულუზას“ მიაშურა, სადაც მისი დებიუტი 18 წლის ასაკში, „ბორდოსთან“ მატჩში. შედგა.

წლევანდელ სეზონში ტოდიბომ „ტულუზას“ მაისურით 10 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ გამწესებული.

19 წლის ფეხბურთელი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ასპარეზობს, თუმცა ნახევარმცველის როლის მორგებაც შეუძლია. იგი ბურთს მშვენივრად ფლობს, ძლიერი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა და მეორე სართულზე შესანიშნავად ასპარეზობს.

ტოდიბო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება და კლუბის ოფიციალური საიტის მიხედვით „ბარსელონას“ წარმომადგენლები მისი გადმობირებით გახარებულები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები