Aa
Aa

"ლივერპულმა" წააგო, ლოვრენი დაშავდა

პრემიერ ლიგაში, „მანჩესტერ სიტისთან“ განცდილი მარციხ შემდეგ, „ლივერპულმა“ მორიგი მატჩი დათმო. „მერსისაიდელებმა“ ამჯერად „ვულვზის“ წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოახერხეს და ასოციაციის თასის გათამაშებას გამოეთიშნენ. შეხვედრამ „წითლების“ უპირატესობით ჩაიარა, თუმცა „მგლებმა“ სახიფათო მომენტები მაქსიმალურად გამოიყენეს და 2-1 იმარჯვეს.

„ლივერპულმა“ საკადრო პრობლემების გამო მატჩი გადახალისებული შემადგენლობით დაიწყო. შეხვედრის მესამე წუთზე კი იურგენ კლოპის კოლექტივის მდგომარეობა ერთიორად დამძიმდა. „მერსისაიდელთა“ ცენტრალურმა მცველმა, დეიან ლოვრენმა, ბარძაყის კუნთი დაიზიანა და მოედნის დატოვება მოუწია.

ტრავმის სირთულის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ბრიტანული გამოცემების ცნობით ხორვატ ფეხბურთელს გამოკვლევები უახლოეს მომავალში ჩაუტარდება და დეტალები სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

ლივერპულელებს უკანახაზში არც აქამდე ულხინდათ. ჯო გომესი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებოდა დიდხანს იუქმებს, ხოლო ჟოელ მატიპი გუნდს დეკემბრის შუა რიცხვებამდე ვერ დაეხმარება.

„მერსისაიდელებს“ წლევანდელ სეზონში სერიოზული გეგმები აქვთ. იურგენ კლოპის ბიჭები 54 ქულით პრემიერ ლიგის პირველ ადგილს იკავებენ და ჩემპიონთა ლიგის დასაკუთრებაც სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები