acb.com: თოკო შენგელია 2018 წლის მეფეა
Aa
Aa

acb.com: თოკო შენგელია 2018 წლის მეფეა

ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატის ოფიციალური ვებ გვერდი acb.com-ი აქვეყნებს სტატიას, რომლის სათაურიც არის - თოკო შენგელია 2018 წლის მეფეა.

ვებ გვერდზე ესპანეთის ჩემპიონატში მოასპარეზე საუკეთესო კალათბურთელებზეა საუბარი და იქვე ვხვდებით მათ შეფასებებსაც.

საერთო სიას "ბასკონიას" ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ლიდერობს, რომელსაც 645 ქულა აქვს.

მეორე პოზიციას მადრიდის "რეალის" Shooting guard-ი ჯეისი კეროლი იკავებს - 547 ქულა.

ასევე აღსანიშნავია მეტ ჯენინგიც. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი სიაში 486 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

"ქართელმა ფორვარდმა დაამტკიცა, რომ საუკეთესო გუნდის ლიდერობაც შეუძლია. ის შარშან ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებოდა. თუ 2017 წელი ბოიან ბულიევიჩის იყო, 2018 წელს მეფე თორნიკე შენგელია არის", - ვკითხულობთ acb.com-ზე.

შეგახსენებთ, რომ შენგელია ამჟამად ტრავმირებულია და ის პარკეტს მინიმუმ 3 თვე ვერ დაუბრუნდება.

თოკომ დაზიანება "რეალთან" შეხვედრაში მიიღო. თავდაპირველად დიაგნოზი დამაიმედებელი იყო, თუმცა საბოლოოდ ექიმებმა მას მინიმუმ 3 თვიანი სარეაბილიტაციო პერიოდი მისცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები