სუარესი ჩრდილოლონდონში
Aa
Aa

სუარესი ჩრდილოლონდონში

კატალონიის ‘‘ბარსელონას’’ ფეხბურთელი დენის სუარესი ლონდონის ‘‘არსენალში’’ გადასვლასთან ახლოსაა. ‘‘მეთოფეები’’ მზად არიან 25 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი გაიღონ.

ესპანელი 2011-13 წლებში ‘‘მანჩესტერ სიტის’’ ფეხბურთელი იყო, თუმცა პირველ გუნდში თავი ვერ დაიმკვიდრა.

2014 წელს ‘‘ბარსელონამ’’ სუარესი ‘‘სევილიაში’’ გაანათხოვრა, სადაც ‘‘არსენალის’’ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ უნაი ემერისთან მუშაობდა.

ლონდონურ კლუბში სუარესს აარონ რემზის შემცვლელად მოიაზრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები