სკალონი მესის დაბრუნებას იმედოვნებს - მოლაპარაკება მიმდინარეობს
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი ლეო მესისთან ფეხბურთელის ეროვნულ გუნდში დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ მესის ეროვნულ გუნდში არ უთამაშია.
''ჩვენ ხშირად არ ვსაუბრობთ, თუმცა ურთიერთობა გვაქვს. მასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, იმედი მაქვს შეთანხმებას მივაღწევთ და მესი 2019 წელს დაგვიბრუნდება.
ეს საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ მწვრთნელს სურს მესი თავის გუნდში, თუმცა მე - განსაკუთრებით.''
#SeleccionMayor Lionel Scaloni explicó cuales son las metas para el 2019. pic.twitter.com/kER9hIb97j
— Selección Argentina ???????? (@Argentina) December 28, 2018
მიმდინარე თვეში კოპა ლიბერტადორესის თასის საპასუხო შეხვედრა მადრიდში გაიმართა, სადაც სკალონისა და მესის შეხვედრა შედგა.
გასულ თვეში მესისთან დაკავშირებით მილანის ''ინტერის'' არგენტინელმა ფორვარდმა მაურო იკარდიმ ისაუბრა: ''ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. იმედი გვაქვს ნაკრებში დაბრუნდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მოახლოებულ კოპა ამერიკაზე თამაშია.''