ზიკო:
Aa
Aa

ზიკო: "მესის მიღწევების უგულებელყოფა, იმის გამო, რომ მუნდიალი არ მოუგია, არასწორია“

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, ზიკოს აზრით იმისთვის, რომ ლეო მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნიოთ, მსოფლიო ჩემპიონობა აუცილებელი ნამდვილად არაა.

შეგახსენებთ, რომ მესი მუნდიალის ფინალში ერთხელ გავიდა და გერმანიის ნაკრებთან დამარცხდა. რუსეთში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი საფრანგეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოახერხა.

ზიკომ, რომელიც მუნდიალის ტრიუმფატორი არასდროს გამხდარა, საკუთარი პოზიცია “Omnisport“-სთვის მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა და განაცხადა: „თანამედროვე ფეხბურთში ხალხი მიღწევებს ყველაფერზე წინ აყენებს. ჩემი აზრით საფეხბურთო კარიერა და გაწეული სამუშაო გაცილებით მნიშვნელოვანია“.

„ფეხბურთი გუნდური სპორტია და ხშირ შემთხვევაში ერთი კონკრეტული მოთამაშის შესანიშნავი ასპარეზობა დადებით შედეგს არ განაპირობებს. წარმატების მისაღწევად გუნდის კარგი თამაშია აუცილებელი“.

„ზოგჯერ ფეხბურთელს მატჩის ბედის ინდივიდუალურად გადაწყვეტის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ მხოლოდ ერთი მოთამაშე ტურნირს ვერასდროს მოიგებს. სწორედ ამიტომ მესის მიღწევების უგულებელყოფა, იმის გამო, რომ მუნდიალზე არ გაუმარჯვია, არასწორია“.

„იოჰან კრუიფი მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი არასდროს გამხდარა, მაგრამ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მაინც ითვლება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები