Aa
Aa

"სიტი", "ჩელსი" და "იუვენტუსიც" - ტურინელები ისკოს შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ

მადრიდის "რეალის" ესპანელი ნახევარმცველი ისკო კლუბის დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს.

26 წლის ფეხბურთელს თავის დროზე არც ზიდანი უცხადებდა 100%-იან ნდობას. შემდეგ იყო ხულენ ლოპეტეგი და გაუთავებელი როტაცია. ახლა კი სანტიაგო სოლარი, რომელიც ესპანელს საერთოდ არ იყენებს.

შეიძლება ითქვას, რომ "რეალში" ისკოს როლი უკვე მეორეხარისხოვანია და ფეხბურთელმაც წასვლა გადაწყვიტა.

მისდამი უნდობლობა ისკოს წასვლისკენ უბიძგებს და შედეგებიც სახეზეა.

ესპანური Mundo იტალიურ Sky-ზე დაყრდნობით წერს, რომ ტურინის "იუვენტუსი" ისკოს ხელში ჩასაგდებად ყველაფერს იზამს.

წყაროს ცნობით, ტურინელები მირალემ პიანიჩისა და სამი ხედირას გაყიდვას გეგმავენ, რომ ისკოს შესაძენად ფინანსურად პრობლემები არ შეექმნათ.

"იუვეს" ისკოს შეძენა ნამდვილად გაუჭირდება, რადგან ესპანელის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ სიტი" და ლონდონის "ჩელსიც" იჩენენ.

არ არის გამორიცხული, რომ ისკომ ზაფხულის ნაცვლად გუნდის დატოვება იანვარშივე გადაწყვიტოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები