არველაძის აღიარება უზბეკეთში
Aa
Aa

არველაძის აღიარება უზბეკეთში

უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციამ და პროფესიულმა ფეხბურთის ლიგამ უზბეკურ ფეხბურთში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის შოთა არველაძე დააჯილდოვა. 

დაჯილდოებაზე არველაძე არ იმყოფებოდა. მის ნაცვლად პრიზი კლუბის წარმომადგენელს გადაეცა.

გასულ სეზონში არველაძის გაწვრთნილმა ''ფახთაქორმა'' უზბეკეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო თასის გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავა.

2018 წლის უზბეკეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად არველაძე დასახელდა. 

შოთა არველაძე ტაშკენტურ კლუბს 2017 წლის ზაფხულიდან წვრთნის. მას ასისტენტობას ქართველი სპეციალისტი გოჩა ტყებუჩავა უწევს.

''ფახთაქორის'' მთავარი სელექციონერი არჩილ არველაძეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები