სხირტლაძისა და ჭანტურიშვილის გუნდმა ''ფენერბახჩესთან'' რევანში აიღო
Aa
Aa

სხირტლაძისა და ჭანტურიშვილის გუნდმა ''ფენერბახჩესთან'' რევანში აიღო

უეფას ევროპა ლიგის 2018-19 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში სლოვაკეთის მოქმედმა ჩემპიონმა ''სპარტაკმა'' საკუთარ კედლებში თურქული ''ფენერბახჩე'' 1:0 დაამარცხა.

გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში დავით სხირტლაძემ და ვახტანგ ჭანტურიშვილმა 90 წუთი ითამაშეს.

მატჩის ერთადერთი გოლი თურქული წარმოშობის ავსტრიელმა ფეხბურთელმა კუბილაი ილმაზმა გაიტანა. თურქეთში გამართული შეხვედრა ''ფენერბახჩეს'' გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ასე რომ სლოვაკურმა გუნდმა რევანში აიღო.

D ჯგუფში ''სპარტაკი'' 7 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და მეორეადგილოსან ''ფენერს'' მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა. სხირტლაძის და ჭანტურიშვილის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ბრიუსელის ''ანდერლეხტთან'' 1 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, ხოლო ჯგუფის ლიდერ ზაგრების ''დინამოსთან'' ორივე შეხვედრა დათმო.

სხირტლაძემ ევროპა ლიგაზე 4 მატჩი ჩაატარა. ''სილკებორგის'' ყოფილმა შემტევმა მოედანზე 271 წუთი გაატარა და 2 ყვითელი ბარათი მიიღო.

რაც შეეხება ვახტანგ ჭანტურიშვილს, 25 წლის გარემარბმა ჯგუფური ეტაპის ექვსივე შეხვედრაში სასტარტოში ითამაშა და ყველა მატჩში 90 წუთი იასპარეზა. აღსანიშნავია, რომ ზაგრების ''დინამოსთან'' გასვლით შეხვედრაში ჭანტურიშვილმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ჯგუფურ ეტაპზე 2 ყვითელი ბარათი მიიღო.

ჭანტურიშვილმა ნისლიან ''მაქსიმირზე'' გაიტანა - სადებიუტო გოლი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე

ფოტო: sport.pravda.sk, fenerbahce.org

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები