ჭანტურიშვილმა ნისლიან ''მაქსიმირზე'' გაიტანა - სადებიუტო გოლი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე
Aa
Aa

ჭანტურიშვილმა ნისლიან ''მაქსიმირზე'' გაიტანა - სადებიუტო გოლი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში ზაგრების ''დინამომ'' საკუთარ კედლებში, ნისლიან ''მაქსიმირზე'' ტრნავის ''სპარტაკი'' 3:1 დაამარცხა.

''სპარტაკის'' სასტარტო შემადგენლობაში დავით სხირტლაძემ და ვახტანგ ჭანტურიშვილმა ითამაშეს. 63-ე წუთზე ჭანტურიშვილმა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სადებიუტო გოლი გაიტანა და ანგარიში 2:1 გახდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშემ მარცხენა ფლანგზე იაქტიურა, მეტოქის ერთი ფეხბურთელი ჩამოიშორა, საჯარიმოში შეიჭრა და შორეულ კუთხეში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჭანტურიშვილის მისამართით გადაცემა დავით სხირტლაძემ შეასრულა.

 

ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში ჭანტურიშვილმა 3 გოლი შეაგდო. ევროპა ლიგის გარდა სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში ''სენიცასა'' და ''პოდბრეზოვის'' გაუტანა.

25 წლის ჭანტურიშვილმა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-4 მატჩი ჩაატარა და სადებიუტო გოლი შეაგდო

ვახტანგ ჭანტურიშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, ხოლო დავით სხირტლაძე 83-ე წუთზე შეცვალეს. მთავარმა მსაჯმა 66-ე წუთზე სხირტლაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა.

''სპარტაკის'' სასტარტო შემადგენლობაში ევროპა ლიგაზე 25 წლის დავით სხირტლაძემ პირველად ითამაშა

D ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ ''სპარტაკი'' 3 ქულით მე-3 ადგილზეა. პირველ ადგილს ზაგრების ''დინამო'' 12 ქულით იკავებს, ხოლო მეორე პოზიციაზე 7 ქულით თურქული ''ფენერბახჩეა.'' ბრიუსელის ''ანდერლეხტი'' 1 ქულით აუტსაიდერია.

ჭანტურიშვილის შესახებ ასევე იხილეთ

ჭანტურიშვილის დამაჯერებელი გამარჯვება და სეზონის პირველი გოლი

სწრაფი კონტრშეტევა და ჭანტურიშვილის მორიგი გოლი სლოვაკეთში

E ჯგუფში პოლტავის ''ვორსკლა'' შინ აზერბაიჯანის ჩემპიონ ''ყარაბაღთან'' 0:1 დამარცხდა. უკრაინული გუნდის სამატჩო განაცხადში ამპლუით მცველი ანდრო გიორგაძე მოხვდა, თუმცა არ უთამაშია. ''ვორსკლას'' ნახევარმცველი სანდრო კობახიძე ტრავმირებულია.

4 ტურის შემდეგ ლონდონის ''არსენალი'' 10 ქულით პირველ ადგილზეა, ლისაბონის ''სპორტინგის' ანგარიშზე 7 ქულაა, ხოლო ''ვორსკლა'' და ''ყარაბაღი'' 3-3 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.

F ჯგუფში პირეოსის ''ოლიმპიაკოსმა'' შინ ლუქსემბურგის ''დუდელანჟი'' 5:1 გაანადგურა. ''დუდელანჟის'' სათადარიგოთა სკამზე ლევან ყენია იჯდა, მაგრამ არ  უთამაშია. ''ბეტისი'' 8 ქულით ჯგუფის ლიდერია, ''მილანისა'' და ''ოლიმპიაკოსის'' ანგარიშზე 7 ქულაა, ხოლო ''დუდელანჟი'' 0 ქულით აუტსაიდერია.

ფოტო: Reuters, SITA/AP - Darko Bandic

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები