ჭანტურიშვილის დამაჯერებელი გამარჯვება და სეზონის პირველი გოლი
Aa
Aa

ჭანტურიშვილის დამაჯერებელი გამარჯვება და სეზონის პირველი გოლი

სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ტრნავის ''სპარტაკმა'' საკუთარ მოედანზე ''სენიცა'' 4:1 გაანადგურა. გამარჯვებულთა მაისურით ვახტანგ ჭანტურიშვილმა და დავით სხირტლაძემ ითამაშეს.

ვახტანგ ჭანტურიშვილმა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა, 73-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ირანელი ალი ჩორბანის საგოლე გადაცემა გამოიყენა. 25 წლის ქართველმა გარემარბმა მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი შეაგდო. 

78-ე წუთზე ''სპარტაკის'' ქართველი ფორვარდი დავით სხირტლაძე თამაშში ჩაერთო. მას მოედანზე გასვლა იშვიათად უწევს. სლოვაკეთის ჩემპიონატში მხოლოდ მეორე შეხვედრა ჩაატარა.

''სპარტაკი'' შემდეგ მატჩს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზაგრების ''დინამოსთან'' გამართავს. შეხვედრა 25 ოქტომბერს შედგება.

12-გუნდიან ფორტუნა ლიგაში მოქმედი ჩემპიონი ტრნავის ''სპარტაკი'' 14 ქულით მე-7 ადგილზეა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები