Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

დენვერი - მემფისი 99 - 105

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 11 შეხვედრა გაიმართა. ტურის ცენტრალური მატჩი კოლორადოში შედგა, სადაც ერთმანეთს „დენვერი“ და „მემფისი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა საკმაოდ დაბალშედეგიანი გამოდგა და „ნაგეთსის“ გამარჯვებით დასრულდა. ნიკოლა იოკიჩმა და კომპანიამ წარმატებას შესანიშნავი დაცვის ხარჯზე მიაღწია და „გრიზლისს“ 100 ქულის დაგროვების საშუალება არ მისცა.

„დენვერის“ რიგებში 27 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო სწორედ იოკიჩი გახლდათ. მონტე მორისმა აქტივში 20 ქულა ჩაიწერა. ჯამალ მარიმ კი გუნდს 16 ქულა შესძინა.

„მემფისის“ მხრიდან 19 ქულით მაიკლ კონლი გამოირჩა. შელვინ მაკმა თავი 14 ქულას მოუყარა, ხოლო ჯამაიკლ გრინმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 13 ქულა, 10 მოხსნა.

ლეიკერსი - მაიამი 108 – 105

დღევანდელი ტური ლოს-ანჯელესში, „ლეიკერსისა“ და „მაიამის“ დაპირისპირებით დაიხურა. ფლორიდელებმა წინა შეხვედრაში ადგილობრივი „კლიპერსი“ დაამარცხეს, თუმცა ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ იგივე შედეგი ვერ დააფიქსირეს.

„მეფე“ კვლავ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა და აქტივში 28 ქულა, 9 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ლოს-ანჯელესელების მხრიდან საუკეთესო კაილ კუზმა გახლდათ, რომელმაც გუნდს 33 ქულა შესძინა.

„ჰითს“ 28 ქულით ჯასტის უინსლოუმ ულიდერა. დუეინ უეიდმა თავი 15 ქულასა და 10 შედეგიან გადაცემას მოუყარა. ბემ ადებაიომ კი მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 12 ქულა, 10 მოხსნა.

სხვა მატჩების შედეგები

ინდიანა - ვაშინგტონი 109 – 101

ფილადელფია - დეტროიტი 116 – 102

ბოსტონი - ნიუ ორლეანი 113 – 100

ჩიკაგო - საკრამენტო 89 – 108

მილუოკი - კლივლენდი 108 – 92

ოკლაჰომა - იუტა 122 – 113

დალასი - ორლანდო 101 -76

ფინიქსი - კლიპერსი 119 – 123

გოლდენ სტეიტი - მინესოტა 116 - 108

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები