"ლოკომოტივი" იტალიში გაემგზავრა
საქართველოს ჩემპიონი თბილისის ‘ლოკომოტივი’ იტალიაში გაემგზავრა, სადაც 10 დღე გაჩერდება და კონტინენტის ფარის ორ შეხვედრას გამართავს.
ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ევროთასებზე პირველი მატჩი 13 ოქტომბერს, „ავჭალაზე“ გამართა, ‘კალვიზანოს’ უმასპინძლა და შეხვედრა 6:17 დათმო. მეორე ტურში ‘ლოკომოტივი’ ისვენებდა, ‘კალვიზანომ’ იტალიურ დერბიში ‘ფიამე ოროს’ 35:20 მოუგო.
მე-3 ტურში, 8 დეკემბერს, საქართველოს ჩემპიონი ‘ფიამე ოროს’ რომში შეხვდება და ამ მატჩის მოგებული სამგუნდა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსს შეინარჩუნებს. თამაში ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება.
თბილისელები რომში დარჩებიან, მომავალ ხუთშაბათს კალვიზანოში გადაინაცვლებენ და 15 დეკემბერს ჯგუფის ლიდერ ‘კალვიზანოს’ შეხვდებიან. ეს მატჩიც 18 საათზეა ჩანიშნული.
‘ლოკომოტივი’ იტალიაში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:
პირველი ხაზი: ვახტანგ ქვათაძე, ირაკლი ქვათაძე, გიორგი ქართველიშვილი, ლევან ჭავჭავაძე, გაგა გორგასლიძე, თევდორე მაჭარაშვილი;
მეორე ხაზი: გაგა არაბული, დაჩი კოპაძე, გიორგი გეგია, თორნიკე ტურაშვილი;
მესამე ხაზი: ფარნა გასვიანი, ლევან დარასელია, ვასილ ყველაიძე, ზვიად მაისურაძე, ვახტანგ ამირანაშვილი;
უკანა ხაზი: გიორგი ბეგაძე, ვახტანგ კავთიძე, გიორგი ტალახაძე, ლაშა გედეხაური, ზურაბ ძნელაძე, გიგა გაგოშვილი, ლევან გოგოლაშვილი, იოანე ხელაია, გიორგი შკინინი, ბექა წიკლაური.