მასიმილიანო ალეგრი: „კრიშტიანუ რონალდუ ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებდა“
Aa
Aa

მასიმილიანო ალეგრი: „კრიშტიანუ რონალდუ ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებდა“

„იუვენტუსის“ თავკაცი, მასიმილიანო ალეგრი, თვლის, რომ კრიშტიანუ რონალდუ ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებდა.

რონალდუმ შარშანდელ სეზონში „რეალის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგა დაისაკუთრა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს ოქროს ბურთის მოსაპოვებლად საკმარისი არ გამოდგა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო მესამეზე ანტუან გრიზმანი გავიდა. 

ჟურნალისტებთან საუბრისას ალეგრიმ საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა და განაცხადა: "ჩემი აზრით რონალდუ ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებდა. შარშან მან „რეალის“ მაისურით შესანიშნავად იასპარეზა და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გახდა. მსოფლიო ჩემპიონატზე კრიშტიანუმ მაქსიმუმი გააკეთა და პორტუგალიის ნაკრები მერვედფინალში გაიყვანა".

"მართალია მან ოქროს ბურთი ვერ დაისაკუთრა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რონალდუ ამ ყველაფერს მოტივაციად აქცევს, უკეთ ათამაშდება და მომდევნო წელს ოქროს ბურთს „იუვენტუსთან“ ერთად მოიგებს“.

"კრიშტიანუ მაგალითია ყველა სპორტსმენისთვის. ის საოცარი მოთამაშე და თავმდაბალი ადამიანია, რომელიც ჩვენს გუნდს საუცხოოდ შეეწყო და ყველა ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები