უნაი ემერი და
Aa
Aa

უნაი ემერი და "ალესილი კეპები"

"ლონდონის არსენალის" მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი, ინგლისური ენის უკეთ შესასწავლად საკმაოდ უცნაურ მეთოდს იყენებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტს "ნისლიან ალბიონზე" არასდროს უმუშავია და ენასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

"ბორნმუთთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ემერიმ საკუთარი საიდუმლო გაამხილა და განაცხადა: "ინგლისური ენის უკეთ შესასწავლად ერთ-ერთ სატელივიზიო შოუს ვუყურებ. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ საუბარი "ალესილ კეპებზე" მაქვს".

"ბუნებრივია ადვილი არაა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. რაც შეეხება სერიალს, მასში ძალადობის ამსახველი ბევრი სცენაა, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც საინტერესო სანახავია".

ესპანელი სპეციალისტის გაწვრთნილი "არსენალი" მშვენივრად გამოიყურება. "მეთოფეებს" უკანასკნელი 16 შეხვედრაა არ წაუგიათ და 24 ქულით პრემიერ ლიგის მეხუთე ადგილს იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები