რამოსი: ''მათ ჩემი სახელის გაფერმკრთალება სურთ''
Aa
Aa

რამოსი: ''მათ ჩემი სახელის გაფერმკრთალება სურთ''

როგორც გამოცემა Football Leaks-ი წერს, "ბლანკოსის" მცველმა სერხიო რამოსმა 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დოპინგ ტესტი ჩააგდო და ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა, თუმცა ეს ამბავი არ გახმაურებულა, რამოსმა კი გაფრთხილება მიიღო.

აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელმა უარყო. ''ეიბართან'' განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ რამოსი ესპანურ მედიას ესაუბრა: ''ისინი ჩემი სახელის გაფერმკრთალებას ცდილობენ. უკანანო ქმედება არასდროს ჩამიდენია. 15-წლიანი კარიერის განმავლობაში დოპინგ-ტესტის გავლაზე უარი არასდროს მითქვამს. ჩემი წარმატება ჩემი შრომის შედეგია. თუ რაიმე პოზიტიურს ვაჩვენებ, ეს შრომის ნაყოფია. პროფესიული კარიერის განმავლობაში დოპინგ-ტესტი 300-ზე მეტჯერ გავიარე და არასდროს ჩამიგდია.''

შეგახსენებთ, Football Leaks-ის გავრცელებული ინფორმაცია ფეხბურთელის გარდა უეფამ უარყო.

მადრიდის "რეალმა", ცნობის გავრცელებიდან რამდენიმე საათში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სერხიო რამოსს დოპინგთან დაკავშირებული წესები არასდროს დაურღვევია და კლუბი ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთების აუცილებლობას ვერ ხედავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები