ბათუმის ''დინამო'' ელიტაში დაბრუნდა!
საქართველოს ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატს ბათუმის ''დინამო'' დაუბრუნდა. ეროვნული ლიგა 2-ის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გია გეგუჩაძის გუნდმა ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.
33-ე ტურში ბათუმის ''დინამომ'' სტუმრად ''ნორჩი დინამო'' 1:2 დაამარცხა. მე-2 წუთზე ''ნორჩი დინამო'' გიორგი კახელიშვილის გოლით დაწინაურდა. 32-ე წუთზე ამირან აბუსელიძემ ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე ბრაზილიელმა გაბრიელ რამოსმა აჭარულ კლუბს გამარჯვება მოაპოვებინა.
33 ტურში ბათუმის ''დინამომ'' 70 ქულა მოაგროვა და უშუალო კონკურენტ ''ვიტ ჯორჯიას'' 11 ქულით უსწრებს.

სამგურალი - მერანი 2:1
გოლები: 1:0 ბრეგვაძე (5), 2:0 ბრეგვაძე (45), ევგენი ზახარჩენკო (59)
 
შუქურა - ვიტ-ჯორჯია 0:2
გოლები: 0:1 ზურაბ მუსელიანი (83), 0:2 გიორგი კალანდია (ავტოგოლი 85)
 
შევარდენი - თელავი 0:3
გოლები: 0:1 რუხაძე (24), 0:2 ბაშელეიშვილი (77), 0:3 ნოზაძე (81)
 
ცხინვალი - გაგრა 1:1
გოლები: 0:1 გაფრინდაშვილი (67), 1:1 ჩუკა ოგბუ (90+2)
 
''ნორჩი დინამო'' - ბათუმის ''დინამო'' 1:2
გოლები: 1:0 კახელიშვილი (2), 1:1 აბუსელიძე (32), 1:2 გაბრიელ რამოსი (90+1)
 
ფოტო: ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახური