ხუან სებასტიან ვერონი:
Aa
Aa

ხუან სებასტიან ვერონი: "ჟოზე მოურინიო შესანიშნავი სპეციალისტია"

უცხოურ პრესაში ჟოზე მოურინიოს შესახებ საკმაოდ ბევრი იწერება.ბრიტანელი ჟურნალისტების გარდა პორტუგალიელი სპეციალისტის ტაქტიკა და სათამაშო სტილი "წითელი ეშმაკების" ბევრმა ყოფილმა ფეხბურთელმა გააკრიტიკა, თუმცა მოურინიოს მხარდამჭერებიც მრავლად ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი ხუან სებასტიან ვერონი გახლავთ.

ლეგენდარულმა არგენტინელმა ამერიკულ გამოცემასთან ჟოზეს გუნდის შესახებ ისაუბრა და პორტუგალიელ სპეციალისტს ნდობა გამოუცხადა.

"სერ ალექს ფერგიუსონის წასვლამ "იუნაიტედზე" დიდი ზეგავლენა იქონია. "წითელმა ეშმაკებმა" რამდენიმე პროგრესული ცვლილების გატარება სცადეს, თუმცა საკუთარი თამაშის პოვნა ვერა და ვერ მოახერხეს.

"მანჩესტერი" ევროპის ერთ-ერთი წამყვანი გუნდია და დარწმუნებული ვარ ჩვეულ ფორმას უახლოეს მომავალში დაიბრუნებს".

"ჟოზე მოურინიო შესანიშნავი სპეციალისტია. მას "იუნაიტედისთვის" წარმატების მოტანა ნამდვილად შეუძლია, მაგრამ ფერგის ეპოქის შემდეგ საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფიის დასანერგად გარკვეული დრო სჭირდება".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები