CALCIOMERCATO: ჩაკვეტაძის შეძენა
Aa
Aa

CALCIOMERCATO: ჩაკვეტაძის შეძენა "ბარსელონას" შემდეგ "რომასაც" სურს!

გიორგი ჩაკვეტაძის ირგვლივ ევროპულ პრესაში ფაქტიურად ყოველ 2 დღეში ერთხელ ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

„ბარსელონას“ ინტერესის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. დღეს კი ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

იტალიური Calciomercato-ს ცნობით, „რომა“ ჩაკვეტაძის შეძენით ინტერესდება.

რომაელები ქართველი შემტევის დამატებას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავენ. ახალგაზრდა ქართველის შეძენით „ჯალოროსის“ სპორტული დირექტორი მონჩი ინტერესდება.

იტალიური გამოცემა წერს, რომ ჩაკვეტაძით რომაელთა გარდა „ბარსელონა“, „დორტმუნდი“ და „ბაიერნი“ ინტერესდებიან.

როგორც ცნობილია, კატალონიელები ქართველ ფეხბურთელს ანდორასთან მატჩში დააკვირდნენ და „გენტთან“ მოლაპარაკებებიც დაიწყეს.

Calciomercato ასევე წერს, რომ ჩაკვეტაძე არის ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი და ძალიან კრეატიული ნახევარმცველი, რომელიც შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე კარგად თამაშობს, თუმცა მისი საყვარელი ადგილი მარცხენა ფლანგია.

პერსპექტივაში ჩაკვეტაძე ძალიან ძვირფასი მოთამაშეა, რომელსაც მოედანზე შეტევის დროს ტემპის შეცვლა კარგად ეხერხება. ის ერთი-ერთზე მცველთან ძალიან სახიფათოა. ასევე, თამაშობს გუნდურად, რაც მის თანაგუნდელებს მატჩის მსვლელობის დროს მეტ კომფორტს უქმნის.

„რომა“ ჩაკვეტაძეს დიეგო პეროტის შემცვლელად განიხილავს, რომელსაც ტრავმები აწუხებს და არგენტინაში დაბრუნებას გეგმავს.

გიორგი ჩაკვეტაძის სატრასფერო ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ევროა.

ფოტო - gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები