ჯანი ინფანტინო:
Aa
Aa

ჯანი ინფანტინო: "ან ჩვენთან ხარ, ან გარეთ...ასეთი მცდელობები ადრეც გვინახავს"

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში გერმანულმა შპიგელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპის 11 გრანდი ერთ პოზიციას იზიარებს. ისინი სუპერლიგის შექმნას გეგმავენ, რაც ჩემპიონთა ლიგის გაუქმებას გამოიწვევს.

"ბაიერნი", "რეალი", "ბარსელონა", "მანჩესტერი", "სიტი", "იუვენტუსი", "არსენალი", "პსჟ", "ჩელსი", "ლივერპული, "მილანი" - საუბარი სწორედ ამ გრანდებზეა.

ხსენებულ სუპერლიგაში 16 გუნდი იასპარეზებს. დამფუძნებელ გუნდებს, ანუ ზემოხსნებულ 11 გრანდს ექნებათ 20 წლიანი გარანტია, რომ ისინი ლიგიდან არასდროს გავარდებიან.

5 გუნდი კი სტუმრის სტატუსით იქნება მიწვეული. ესენი იქნებიან "ატლეტიკო", "ინტერი", "დორტმუნდი", "მარსელი" და "რომა".

ამ ყველაფრის თავი მიუნხენის "ბაიერნი" და კარლ ჰაინც რუმენიგე გახლავთ. იდეა სწორედ მათ ეკუთვნით.

ხსენებულმა გუნდებმა დოკუმენტს ხელი 2018 წლის ნოემბერში უნდა მოაწერონ. ტურნირი სტარტს 2021 წელს აიღებს და ეს ჩემპიონთა ლიგის დასასრული იქნება.

ამ თემასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ, რომელიც საკმაოდ თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და ფეხბურთელებს ტურნირებიდან მოკვეთითაც დაემუქრა.

„ან ჩვენთან ხარ, ან გარეთ. თუ ფეხბურთელები ჩვენს მიერ ორგანიზებულ ტურნიზე არ ითამაშებენ, ეს მოიცავს ყველაფერს ევროპის ჩემპიონატს, მსოფლიო ჩემპიონატს, ეროვნულ ჩემპიონატებს და ა.შ.

ჩვენ ასეთი მცდელობები ადრეც გვინახავს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ჩვენ უნდა დავიცვათ ფეხბურთი და მოვძებნოთ გამოსავალი, რომლისგანაც სარგებელს კლუბებიც ნახავენ.

ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. გადავარჩინეთ სისტემა და ვიხსენით ევროპული საკლუბო ფეხბურთი.

ჩვენ ვმოქმედებდით იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ხელთ იყო და თუ რაიმე სიახლე იქნება გარწმუნებთ, რომ უეფა მას გადახედავს“.

აქვე გეტყვით, რომ ფიფა თერთმეტმეტრიანის წესის შეცვლაზეც ფიქრობს. საუბარია თამაშიდან შესრულებულ პენალტზე.

დარტყმის შემდეგ, თუ ბურთი ძელს მოხვდება ან მეკარე მოიგერიებს ფეხბურთელებს დამატების უფლება აღარ ექნებათ და დაინიშნება თავისუფალი დარტყმა.

ამ წესზე ჯერჯერობით მხოლოდ მსჯელობა მიმდინარეობს და უფრო კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები