ინიესტა: "მის საკუთარ გუნდში ხილვას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვისურვებდი"
ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ RMC Sport-თან საუბრისას დაასახელა მოთამაშე, რომლის გვერდითაც ის სიამოვნებით და დიდი ხნით ითამაშებდა.
"დონ ანდრესმა" ასეთად ნგოლო კანტე მიიჩნია.
"კანტე არის მოთამაშე, რომლის საკუთარ გუნდში ხილვასაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვისურვებდი.
რა თქმა უნდა ის იაპონიაში სათამაშოდ წამოსვლას არ გეგმავს, თუმცა იგი არის მოთამაშე, რომელიც ძალიან მიყვარს და ეს იმის გამო, თუ რა სამუშაოს ასრულებს ის მოედანზე, ასევე თავდაჯარებულობისთვის, რომელსაც იგი თამაშის დროს ავლენს.

ეს გამოცდილება კანტეს ისევე როგორც "ჩელსის", ასევე საფრანგეთის ნაკრების ცენტრალურ ფიგურად აქცევს".
შეგახსენებთ, რომ ინიესტა ამჟამად იაპონურ "ვისელ კობეში" ასპარეზობს. ლა მანჩელმა ფეხბურთელმა "ბარსა" გასული სეზონის ბოლოს დატოვა.
