ანტუან გრიზმანი:
Aa
Aa

ანტუან გრიზმანი: "ოქროს ბურთის მოგება ჩემი ოცნებაა"

2 დეკემბერს ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა გახდება ცნობილი. ექსპერტები ფავორიტად ლუკა მოდრიჩს მოდრიჩს მიიჩნევენ, თუმცა გამორიცხული ნამდვილად არაფერია.

ESPN-თვის მიცემულ ინტერვიუში ოქროს ბურთის მნიშვნელობაზე „მადრიდის ატლეტიკოს“ ლიდერმა, ანტუან გრიზმანმა ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ჯილდოს მოპოვება მისი ოცნებაა.

„საკუთარი აზრის დაფიქსირების არასდროს მეშინოდა. ოქროს ბურთის, ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ვოცნებობ. სიმართლე გითხრათ ბევრი რამაა ისეთი, რაც ძალიან მინდა. მაგალითად ჩემი ერთ-ერთი ოცნება სამი შვილის ყოლაა. ვფიქრობ, როდესაც დილით იღვიძებ ასეთი ოცნებები მოტივაციას გიზრდის და მიზნის მიღწევისთვის ყველაფერს აკეთებ“.

„ინდივიდუალურ დონეზე ოქროს ბურთზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული არაფერია. აქვე აღვნიშნავ რომ მე პირად მიღწევებს გუნდზე წინ არ ვაყენებ, თუმცა ოქროს ბურთის მოპოვება ნამდვილად სასიამოვნო მომენტი იქნებოდა, განსაკუთრებით თუ ჩემს წარსულს გავითვალისწინებთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები