ჩაკვეტაძე დომინირებს! ქართველი შემტევის დუბლი და "გენტის" მორიგი გამარჯვება!
ბელგიის ჩემპიონატის მე-12 ტურში გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტმა" "შარლერუას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
ხსენებული მატჩი ჩაკვეტაძის ბენეფისად იქცა. 19 წლის ქართველმა ტალანტმა დუბლი გაიფორმა და შეხვედრის მთავარ მოქმედ პირად მოგვევლინა.
ქართველების "გენტმა" წარუმატებელი 4 მატჩიანი სერიის შემდეგ მიჯრით 2 შეხვედრა მოიგო და ამის მთავარი შემოქმედი სწორედ ჩაკვეტაძეა, რომელმაც გოლის გატანა წინა ტურშიც მოახერხა.
"გენტი" 30 ოქტომბერს სტუმრად "მუსკრონს" დაუპირისპირდება.
FT: 2-1 BOOM-CHAK-ALAKA!! #gntcha #jpl pic.twitter.com/Ruh7ILnwVR
— KAA Gent (@KAAGent) October 26, 2018
ჩაკვეტაძის კარგი თამაში აღნიშნა Football Talent Scout-მა, რომელმაც საკუთარი ტვიტერის გვერდზე შემდეგი პოსტი გამოქვეყნა.
"გიორგი ჩაკვეტაძე ნამდვილ ცეცხლს ანთებს.
ეროვნულ ნაკრებში - 2 მატჩი, 1 გოლი, 1 საგოლე გადაცემა.
გენტში - 2 მატჩი, 3 გოლი, 1 საგოლე გადაცემა.
მალე ის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მოგვევლინება არველაძის, ქეცბაიას, ქინქლაძის, კალაძისა და კობიაშვილის შემდეგ.
ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ".
Giorgi Chakvetadze is on fire recently:
— FootballTalentScout (@FTalentScout) October 26, 2018
2 games & 1 goal & 1 assist for Georgia NT ????????
2 games & 3 goals & 1 assist for Gent ????
He will soon become one of the best Georgian players in history along with Arveladze, Ketsbaia, Kinkladze, Kaladze & Kobiashvili.
Mark my words. pic.twitter.com/SbSBUWdrEm