ჰიონესი:
Aa
Aa

ჰიონესი: "ბერნატის თამაში ნამდვილი ნეხვი იყო...სწორედ იმ დღეს გადაწყდა, რომ ის გაიყიდებოდა"

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა პრესასთან საუბრის დროს ხუან ბერნატი მიწასთან გაასწორა.

ჰიონესმა ესპანელი მარცხენა მცველი "თბილი" სიტყვებით შეამკო. "რეკორდმაისტერის" ბოსის სიტყვებს Marca ავრცელებს.

"მისი თამაში ნამდვილი ნეხვი იყო. გასულ სეზონში თითქმის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით და ეს ბერნატის უვარგისი თამაშის დამსახურება იყო. სწორედ ამიტომ გავყიდეთ ის.

"სევილიაში" გასვლით შეხვედრაში ჩვენი საშინელი თამაშისა და თითქმის წაგებული შეხვედრის გამო პასუხისმგებელი მხოლოდ ის იყო და სწორედ იმ დღეს გადაწყდა, რომ ბერნატი გაიყიდებოდა.

დღეს უკვე "ბაიერნის" კარგი თუ ცუდი თამაში ბერნატზე დამოკიდებული აღარ არის".

ხუან ბერნატი კარიერას "პსჟ"-ში აგრძელებს და მისი "ბაიერნის" წინააღმდეგ შეხვედრა საკმაოდ საინტერესო სანავი იქნება, თუ რა თქმა უნდა ეს ორი გუნდი ერთმანეთს გადაეყრება.

ჰიონესმა რამდენიმე კვირის წინ მესუთ იოზულის გერმანიის ნაკრებიდან წასვლაზეც ისაუბრა და მის მიმართაც დაუნდობელი იყო.

„იოზილი წლების განმავლობაში ნეხვივით თამაშობდა. მან თავისი ბოლო მატჩი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე მოიგო.

მისი თამაში მხოლოდ ჩაწოდებებით შემოიფარგლება. ახლა იგი მთელს თავის ნაგავს ამ ფოტოს უკან მალავს.

რამდენჯერაც ჩვენ „არსენალს“ შევხვდით ყოველ ჯერზე იოზილზე ვთამაშობდით, რადგან ვიცოდით რომ ის სუსტი წერტილი იყო.

არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მისი თამაში ნამდვილი ნაგავი იყო".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები