ხარაიშვილი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა
Aa
Aa

ხარაიშვილი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა

შვედური ''გიოტებორგის'' ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ხარაიშვილმა გუნდთან ერთად სავარჯიშო პროცესი განაახლა.  22 წლის ნახევარმცველმა ტრავმის გამო სანაკრებო შეკრება გამოტოვა. 

''საბურთალოდან'' შვედურ გუნდში განათხოვრებულმა ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატის 22 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ხარაიშვილი სასტარტო თერთმეტეულში 17 შეხვედრაში მოხვდა. გიორგიმ crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, რომ სავარაუდოდ 22 ოქტომბერს ''ბრომაპოიკარნას'' წინააღმდედ სათამაშოდ მზად იქნება.

შვედეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში ''გიოტებორგი'' 25 ქულით მე-12 ადგილზეა, გასავარდნ ზონას მხოლოდ 5 ქულით უსწრებს.

ბრწყინვალე გოლი მე-100 წუთზე - ხარაიშვილმა ''გიოტებორგი'' მარცხისგან იხსნა

მის არყოფნაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნითი ორი მატჩი ჩაატარა. გია ცეცაძის გუნდმა სტუმრად ფინეთი 2:1 დაამარცხა, გდინიაში კი პოლონეთისგან სამი უპასუხო გოლი გაუშვა. საბოლოოდ, საქართველოს 21 წლამდე ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები