Aa
Aa

შეუჩერებელი ბითაძე! ორმაგი დუბლი, მორიგი გამარჯვება და მატჩის MVP!

ადრიატიკის ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში გოგა ბითაძის "მეგა ბემაქსმა" ზაგრებში "ცდევიტას" უმასპინძლა და 95:86 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და ორმაგი დუბლის შესრულებაც მოახერხა.

ბითაძის მონაგარი 16 ქულა და 13 მოხსნა იყო. პლუს ამას, მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) ეპიზოდი ბითაძის მიერ შესრულებული დიდებული ბლოკ-შოტი იყო.

გოგა ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 24 შეადგინა და ქართველი ცენტრი შეხვედრის MVP გახდა.

ქართველი კალათბურთელის გუნდი სამიდან სამი გამარჯვებით "ცრვენა ზვეზდასთან" ერთად სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები