გაუპატიურება და 370 ათასი დოლარი დუმილისთვის - რონალდუს სასამართლოში უჩივლეს!
Aa
Aa

გაუპატიურება და 370 ათასი დოლარი დუმილისთვის - რონალდუს სასამართლოში უჩივლეს!

მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სპორტსმენს კრიშტიანუ რონალდუს ამერიკელი ქალი კეტრინ მაიორგა სასამართლოში უჩივის და მას ბრალს გაუპატიურებაში სდებს.

საქმე ეხება 2009 წლის ღამეს, რომელიც ლას ვეგასში იყო. როგორც 34 წლის მაიორგამ გერმანულ Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რონალდუმ მას გაუპატიურების შემდეგ დუმილისთვის 370 000 დოლარი გადაუხადა.

კეტრინმა სარჩელი ნევადის შტატის სასამართლოში შეიტანა. როგორც ის აცხადებს რონალდუმ გაუპატიურებისა და ანალური

სექსის შემდეგ მას ჰკითხა ხომ არ სტკიოდა რამე. მაიორგა იხსენებს: ის მუხლებზე დადგა და მითხრა - "99 პროცენტით კარგი ბიჭი ვარ და არ ვიცი რას სჭირს იმ ერთ პროცენტს".

რონალდუ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სექსი ორმხრივი შეთანხმების შემდეგ შედგა.

როგორც მაიორგა ამბობს, 2010 წელს მან ფული იმიტომ აიღო და შეთანხმებაც იმიტომ შედგა, რომ ის შეშინებული იყო.

მაიორგას ადვოკატები აცხადებენ, რომ ხსენებულ ღამეს ქალბატონი რონალდუსთან სექსუალური ურთიერთობის

წინააღმდეგი იყო და მისი პასუხი მკაფიოდ უარყოფითი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები