„კლივლენდმა“ შესაძლოა კარლოს ბუზერი დაიმატოს
Aa
Aa

„კლივლენდმა“ შესაძლოა კარლოს ბუზერი დაიმატოს

 „კლივლენდმა" და "ორლანდომ" გაცვლა განახორციელეს, რომლის მიხედვითაც, "კავალიერზის" მცველი ჯო ჰარისი კარიერას "მეჯიქში" გააგრძელებს. გარდა ამისა, "ორლანდომ" მიიღო 2017 წლის დრაფტზე მეორე რაუნდში არჩევის უფლება და გარკვეული თანხა. "კლივლენდს" კი ერგო 2020 წლის დრაფტზე არჩევის უფლება.

ჰარისმა მიმდინარე რეგულარულ სეზონში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 0.6 ქულა დააგროვა. ახლა, "კლივლენდს" გამოუნთავისუფლდა ერთი ადგილი განაცხადში. ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა GQ-ში 34 წლის კარლოს ბუზერთან გამოქვეყნებული ინტერვიუ. ეს კალათბურთელი თავისუფალი აგენტია და ჯერაც ვერ იპოვნა ახალი კლუბი. და ამ ინტერვიუში, NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ახლოს არის "კლივლედთან" კონტრაქტის გაფორმებასთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები