''ბევრი მომენტი შევქმენით და 4 გოლი შევაგდეთ'' - არველაძის გამარჯვება პრინციპულ შეხვედრაში
Aa
Aa

''ბევრი მომენტი შევქმენით და 4 გოლი შევაგდეთ'' - არველაძის გამარჯვება პრინციპულ შეხვედრაში

უზბეკეთის 2018 წლის საფეხბურთო თასის გათამაშების მეოთხედფინალში ტაშკენტური დერბი შედგა. შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის ''ფახთაქორმა'' 4:0 გაანადგურა ყველაზე პრინციპული მეტოქე ტაშკენტის ''ლოკომოტივი.''

ამ გამარჯვებით არველაძის გუნდი ნახევარფინალში გავიდა, ''ლოკომოტივი'' კი გათამაშებას დაემშვიდობა.

მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ პრესკონფერენცია გამართა

''უზბეკეთში ტიტულის მოგების ყველაზე მოკლე გზას თასის გათამაშება წარმოადგენს. გამარჯვებული ერთ შეხვედრაში ვლინდება. თამაშმა შესანიშნავ საფეხბურთო ატმოსფეროში ჩაიარა. ფეხბურთელებმა კარგად მინდორზე ითამაშეს.

ჩვენ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. მეტოქის სიძლიერის მიუხედავად მატჩმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ჩემს ფეხბურთელებს გამარჯვებას ვულოცავ. მათ ბევრი მომენტი შექმნეს და 4 გოლი გაიტანეს.

მატჩის მთავარ მომენტად ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელის გაძევება მიმაჩნია, რის გამოც მეტოქემ მეორე ტაიმი რიცხვობრივ უმცირესობაში გაატარა, რაც ყოველთვის რთულია.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები